ვერავინ იპოვის ერთ მაგალითს იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი მმართველობის 12 წლის მანძილზე რუსეთის სასარგებლოდ რამე გაეკეთებინოს, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა Euronews-თან ექსკლუზიური ინტერვიუს დროს.
„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 12 წელი იმყოფება. ვერავინ იპოვის ისეთ რაღაცას, რომ ამ მთავრობას 12 წლის მანძილზე რუსეთის სასარგებლოდ რამე გაეკეთებინა. მაგრამ დღეს ძალიან პოპულარულია სამყაროს დაყოფა თეთრად და შავად. თუ ვინმეს სურს ვიღაცაზე მარტივად ნეგატიური წარმოდგენა შექმნას, ადვილია თქმა იმისა, რომ პრორუსი, ან პროპუტინისტია“, – თქვა ბოჭორიშვილმა.
კომენტარები