ამ ურთულეს სიტუაციაში, როცა ყველა საერთაშორისო მაჩვენებლით, ქვეყანა მოწინავე პოზიციებს იკავებს, რაშიც უსაფრთხოების სამსახურის წვლილი მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დღეს სუს-ის ხელმძღვანელმა დეპუტატებთან ერთად პარლამენტში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე უნდა ისაუბროს.
„კითხვები, რა საკვირველია, არსებობს. ვფიქრობ, ძირითადად უნდა ვისაუბროთ უსაფრთხოებასა და სტაბილურობის შენარჩუნების პერსპექტივაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის“, -განაცხადა ვოლსკიმ.
კომენტარები