“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ, ვიდრე ეს არის საჯაროდ წარმოდგენილ ანგარიშში”,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
ბესელიას თქმით, სუს-ის ანგარიში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით აბსოლუტურად ყველა სფეროს ეხება.
„ განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება, ტერორიზმის საფრთხეების განეიტრალება, ანტიტერორისტული თუ ანტიკორუფციული სამსახურების მუშაობა, საზღვრების დაცვა და მათ შორის, პრევენცია, როცა უვიზო მიმოსვლაა ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ასევე, ვიცოდეთ იმ მოქალაქეებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია, ვისაც უარი უთხრეს შესაბამისმა სამსახურებმა სწორედ უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში შემოსვლაზე, ასეთი ტიპის ინფორმაციების მოსმენა საჯარო და პირდაპირ სივრცეში, პირდაპირ ეთერში არის წარმოუდგენელი. ვერც ერთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ თქვენ, სადაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს უსაფრთხოების თემებზე საუბრობენ პირდაპირ ეთერში. რა თქმა უნდა, ანგარიში იქნება ღია და საჯარო ის, რაც საჯარო სივრცეში უნდა ითქვას, მაგრამ საქართველო, რომელიც არ არის ისეთ გარემოში, რომ ჩვენ ვიგრძნოთ თავი უსაფრთხოდ და ჩვენ მეზობლად არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს უსაფრთხოების კუთხით, უსაფრთხოების ანგარიშის პირდაპირ ეთერში დეტალური მოსმენა წარმოუდგენელია. ანგარიშის ნაწილი იქნება ღია და პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებლობა იმის მოსმენისა, რაც შეიძლება ითქვას საჯაროდ, მაგრამ ის, რაზეც ჩვენ გვინდა მეტი ინფორმაცია მივიღოთ და უფრო დეტალურად გავიგოთ ბევრი რამ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება მოსმენის სპეციალური რეჟიმი “,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელია სუს-ის ანგარიშზე: უსაფრთხოების ანგარიშის პირდაპირ ეთერში დეტალური მოსმენა წარმოუდგენელია
2017/04/19 14:13:28
კომენტარები
ნანახია: 1139 ჯერ