ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური მოხსენებით გამოდის. ვახტანგ გომელაური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს აცნობს.
სხდომა ნახევრადდახურულ რეჟიმში წარიმართება – მოხსენების ნაწილი ღია იქნება, ხოლო კითხვა-პასუხის რეჟიმი დაიხურება.
შეგახსენებთ, რომ სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში გასულ კვირას პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს, სადაც სუს-ის საქმიანობის თაობაზე დეპუტატებს გომელაურის მოადგილე – ალექსანდრე ტაბატაძე შეხვდა.
კომენტარები