ჩემთვის ახლა მთავარია, ოთო კახიძე იყოს ჯანმრთელად, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით „კვირას“ განუცხადა.
„ვინც საფერფლე ისროლა და ვისაც საფერფლე მოხვდა, იმათ უნდა გაარკვიონ ერთმანეთში, ჩემთვის მთავარია ახლა ოთო კახიძე იყოს ჯანმრთელად და კარგად, ამით ვარ დაინტერესებული. როგორც ვიცი, მისი მდგომარეობა სტაბილურია“, – განუცხადა „კვირას“ ზარდიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, დეპუტატების მოსაცდელში ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე დაშავდა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი კანდელაკმა უმრავლესობის დეპუტატს, ვანო ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა.ზარდიაშვილის მიმართულებით ნასროლი საფერფლე კანდელაკის თანაგუნდელს, ოთარ კახიძეს მოხვდა. კახიძემ ტრავმა თავის არეში მიიღო. დეპუტატი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“ჩემთვის ახლა მთავარია, ოთო კახიძე იყოს ჯანმრთელად”
2017/04/19 18:55:39
ნანახია: 1810 ჯერ