ტელეკომპანია „იმედი“ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობს. „იმედისთვის“ დამატებით ცნობილი ხდება, რომ დიმიტრი სამხარაძისა და გიორგი გახარიას, სასტუმრო „შერატონის“ შესასვლელში შეხვედრის დროს, სადაც სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება გახარიამ დაიწყო, მან სამხარაძეს სახეში პლასტმასის ჭიქა ჩაარტყა, რასაც სამხარაძის მხრიდან პასუხი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
კომენტარები