თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერობის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
”მოდით, ჯერჯერობით დაველოდოთ გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანია ის, რომ იქნება კონსულტაციები, გუნდური გადაწყვეტილება და შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიხედვით იქნება კანდიდატურა შერჩეული, რაც ყველაზე მთავარია, ვიცით ის, რომ კრიტერიუმები და მოთხოვნები ჩვენი გუნდის მხრიდან კანდიდატთან დაკავშირებით იქნება უცვლელი. კანდიდატი უნდა იყოს სამეურნეო საქმიანობაში კარგად გარკვეული ადამიანი, უნდა იცნობდეს ქალაქს, მის თავისებურებებს, სპეციფიკას, ჰქონდეს შესაბამისი კომუნიკაციის ნიჭი და უნარი. ასე, რომ ეს ყველაფერი იქნება გათვალისწინებული”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
კითხვაზე, აქვს თუ არა სურვილი თბილისის მერის პოსტზე მეორედ იყაროს კენჭი, ნარმანიამ ასე უპასუხა – ”როგორიც იქნება გადაწყვეტილება იმას დავემორჩილები”.