ტრამპს ეძახდნენ რუსულ პროექტს. დღეს მათ რამდენი ვაზელინიც არ უნდა შეიძინონ თავისი ძველი განცხადებების დასარბილებლად არ ეყოფათ. ეტენებიან ადამიანს, რომელსაც სასტიკად ლანძღავდნენ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, დონალდ ტრამპის მიმართ ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, რადიკალები ტრამპს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ, ახლა კი მას „ეტენებიან“.
„ტრამპს ეძახდნენ რუსულ პროექტს. დღეს მათ რამდენი ვაზელინიც არ უნდა შეიძინონ თავისი ძველი განცხადებების დასარბილებლად, არ ეყოფათ არანაირი რაოდენობა. იმიტომ, რომ ისტორია ინახავს მათ გამონათქვამებს. მათ შეურაცხყოფას პირდაპირ ტრამპის მისამართით და დღეს, რაც არ უნდა მლიქვნელობით სცადონ მათი პოზიციების გამოსწორება, ეს სიტყვები, რომელიც აკადრეს დღეს უკვე ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს და უკვე უფლებამოსილებაში, რომ შევა იმ პრეზიდენტს ისტორიას აქვს შემონახული. ისინი რაც არ აწყობთ და ვინც არ აწყობთ ყველას და ყველაფერს ეძახიან რუსულს და ასე იქცეოდნენ, ასე მდაბიო პიარს აწარმოებდნენ აქედან იქ და დღეს ეს სიტყვები ძალიან ცუდად ხვდებათ წინ.
ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამ სიტყვებისათვის, მაგრამ ეტენებიან იმ ადამიანს, რომელსაც სასტიკად ლანძღავდნენ თავის დროზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.