ძლიერი ქარის შედეგად, თბილისში რამდენიმე ხეა წაქცეული, მნიშვნელოვანი ზიანი არ გვაქვს, – ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან მთაწმინდის რაიონში, ათონელის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე ისაუბრა, სადაც ძლიერმა ქარმა ძველი სკოლის შენობას სახურავი გადახადა და ავტომობილი დააზიანა.
„ძლიერი ქარის შედეგად ჯერჯერობით არსებითი დაზიანებები არ გვაქვს. ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, მთაწმინდის რაიონში, ძველი სკოლის ტერიტორიაზე, სადაც კომპაქტურად ჩასახლებულები არიან, ქარმა სახურავის ნაწილი ახადა. რაიონული გამგეობა ადგილზეა, რათა მოაწესრიგონ. რამდენიმე ხეა წაქცეული. ასე, რომ მნიშვნელოვანი ზიანი არ გვაქვს“, – განაცხადა ნარმანიამ.
კომენტარები