აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში იორდანიის მეფეს, აბდულა მეორეს შეხვდა.
ოვალურ კაბინეტში შესვლამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ღაზასთან დაკავშირებით მისი გეგმა, რეგიონში მშვიდობას მოიტანს.
„ჩვენ ვაპირებთ, ავიღოთ ის. ჩვენ შევინარჩუნებთ, გავუფრთხილდებით მას. საბოლოოდ, ჩვენ ავამუშავებთ მას ისე, რომ ახლო აღმოსავლეთის ხალხისთვის ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნება“, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, განიხილავს იორდანიისთვის დახმარების შეწყვეტას, თუ ის უარს იტყვის პალესტინელების გადაადგილებაზე.
მანამდე, იორდანიის მეფემ განაცხადა, რომ მან უნდა გააკეთოს ის, რაც საუკეთესო იქნება მისი ქვეყნისთვის და აღნიშნა, რომ არაბული ქვეყნები ვაშინგტონში საპირისპირო წინადადებით მივლენ.
კომენტარები