ტელეკომპანია “იბერიას” თოქშოუ პრიორიტეტში, პოლიტიკოსი ირაკლი ბათიაშვილი ტელეკომპანია “იბერიას” დაარბევას იხსენებს.
როგორც ბათიაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი იმხანად ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში და პირველი შეტევა “იბერიაზე ” მიიტანა.
“აქედან გამოჩნდა, რა გზით სიარულს აპირებდა მიხეილ სააკაშვილი. მისთვის ეს იყო თავისებური ზონდირება სიტუაციის, რადგან “იბერია” იყო იმ მცირეთაგანი, დამოუკიდებელი ტელევიზია, რომელიც იმ პერიოდში არც ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იყო და არც ახლადმოსული “ვარდების რევოლუციით” მოსულთა მომხრეთა ბანაკში”, – განაცხადა ბათიაშვილმა.
ბათიაშვილის თქმით, სააკაშვილმა ეს სპეციალურად გააკეთა, რათა საზოგადოება დაეშინებინა და თავისი ძალა ეჩვენებინა.
კომენტარები