როდესაც ქვეყნის ინტერესებს ღალატობს, როდესაც ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშობ, აუცილებელია ამ ქმედებას ერქვას „სამშობლოს ღალატი“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძემ.
„ერთადერთი, რაც ახალ ინიცირებულ ვერსიაშია 2007 წლის რედაქციასთან განსხვავებით, ეს არის ის, რომ სახელმწიფოს ღალატის ნაცვლად სამშობლოს ღალატია მითითებული, რადგან სამშობლო არის ჩვენი ქვეყანა, საქართველო და ის ადამიანები,რომლებიც ეხმარებიან მტრულ ძალებს, ჯაშუშობენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და უმძიმეს სახელმწიფოებრივ დანაშაულს ჩადიან, რა თქმა უნდა ამ ადამიანებს უნდა ეწოდოთ არა უბრალოდ ჯაშუშები, არამედ სამშობლოს მოღალატე ჯაშუშები“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
პარლამენტი სამშობლოს ღალატის მუხლს აბრუნებს. მუხლი ნაციონალურმა მოძრაობამ 2007 წელს გააუქმა.