„ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებზე კითხვებს გაურბის.„ქრონიკის“ მიერ ამ თემაზე დასმული კითხვა აღიზიანებთ. პარტიის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ და წერვრებმა – პეტრე ცისკარიშვილმა, გიორგი ბოტკოველმა და ეკა ხერხეულიძემ არჩევნებზე დასმულ კითხვებს თავი აარიდეს.
მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებს და ისინი პატრონების დავალებას ელოდებიან.
„ამ მოცემულობაში, როდესაც ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული და სინდისის პატიმრების რაოდენობა იზრდება, საუბარიც კი თვითმმართველობის არჩევნებზე არის ზედმეტი, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ფავლენიშვილმა.
კომენტარები