რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად აფეთქებების სერია მოხდა. რუსული მედიის ცნობით, კიროვსკისა და კრასნოარმეისკის რაიონებში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა გააქტიურდა.
ადგილობრივების ცნობით, სულ 5-დან 8-მდე აფეთქება იყო. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში აფეთქებებს ხანძარი მოჰყვა. ინფორმაცია დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
კომენტარები