უამრავი ლიდერი კომპანიის აქციების გაუფასურების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი არნახულად გაიზარდა, – წერს სოციალურ ქსელში ბიზნესკონსულტანტი, საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი.
„საინტერესოა, რომ უამრავი ლიდერი კომპანიის აქციების გაუფასურების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი არნახულად გაიზარდა.
წლის დასაწყისიდან „თიბისის“ აქციები გაიზარდა 38.52%-ით, „საქართველოს ბანკის“ აქციები – 20%-ით და „ჯორჯიან კაპიტალის“ – 22%-ით.
ბოლო 6 თვეში „თიბისი“ – რეკორდული 53%, „საქბანკი“ – 40%, „ჯორჯიან კაპიტალი“ – ასევე რეკორდული – 49%. ახლა ვნახე და თვალებს არ ვუჯერებდი“, – აღნიშნავს გალუმაშვილი.
მისივე თქმით, ასეთ ზრდა იმაზე მიანიშნებს, რომ ინვესტორები ენდობიან ამ ორგანიზაციებს და ალბათ, ქვეყანასაც.