კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა პატრონებმა იგრძნეს, რომ ბოლო თვეებს თუ კვირებს ითვლიან და თუ რამე ქონება აქვთ ყველაფერს გაყიდიან იმიტომ, რომ საქართველოში პოლიტიკური მომავალი პრაქტიკულად აღარ აქვთ, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
„როგორც ჩანს, ახლა იგრძნო კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა პატრონებმა, რომ უკვე პრაქტიკულად ბოლო თვეებს თუ კვირებს ითვლის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და ოფისებსაც გაყიდიან, თუ რამე ქონება აქვთ ყველაფერს გაყიდიან იმიტომ, რომ პოლიტიკური მომავალი პრაქტიკულად აღარ არსებობს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საქართველოში. უცხოეთიდან ფინანსდება ყველაფერი ეს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ვოიაჟები. ახლა ცოტა ხანში ალბათ არც უცხოელები აღარ დაუფინანსებენ ვოიაჟებს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი ფინანსური კრიზისია. პარტიის მთავარი შენობა გაყიდულია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ოფისი 3 200 000-ად გაიყიდა. შენობის ახალი მფლობელი კომპანია „ევ დისტრიბუშენია“, რომლის დირექტორიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახე დავით კირკიტაძეა.