პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქართველ მოკრივეებს სარეიტინგო ბრძოლებში მიღწეულ წარმატებას ულოცავს.
როგორც მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, განსაკუთრებით სურს გამარჯვება მიულოცოს ლაშა გურულს, რომელმაც პროფესიონალურ კრივში პირველი ბრძოლა გამართა და განელი მეტოქე დაამარცხა.
„ვულოცავ ქართველ მოკრივეებს რუსთავში საერთაშორისო სარეიტინგო ბრძოლებში მიღწეულ წარმატებას.
განსაკუთრებით მსურს მივულოცო ჩვენს სახელოვან სპორტსმენს, ოლიმპიურ მედალოსანს, ლაშა გურულს გამარჯვება – მან პროფესიონალურ კრივში პირველი ბრძოლა გამართა და განელი მეტოქე დაამარცხა“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარები