“ადამიანს ჰქვია სახელი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ ფუნქციას არ ასრულებს, ასეთია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც დავაბრალეთ, არც თვითონ თქვა ამაზე უარი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, “ლიდერი მაინცდამაინც ერთ პერსონას კი არ ნიშნავს, ის შეიძლება ადამიანების ჯგუფი იყოს, გადაწყვეტილებების მიმღები ვინც არის”.
“შორიდან რომ გამოანათებ პირი-მზესავით და ორ თვეში ერთხელ გამოჩნდები, რაღაც იდეას გამოაცხადებ და თან სურვილი გაქვს, ამ ყველაფრის უფროსი იყო, მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ქალბატონ სალომეს, ვადასტურებ მისი ინსტიტუციის მიმართ პატივისცემას, მაგრამ მისი პოზიციები ძალიან სუსტია უკვე“, – აღნიშნა სანიკიძემ.
კომენტარები