ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ერთიანობაზე და ზურაბიშვილი ამბობს, რომ ერთიანობა შემოგდებული თემაა, ეს არაა ნორმალური, უნდა ვუთხრათ სალომეს, ცოტა აზრზე მოვიდეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„ერთიანობასთან დაკავშირებით არასდროს არაფერი პრობლემა არ გვქონია, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ერთიანობაზე და ზურაბიშვილი ამბობს, რომ ერთიანობა შემოგდებული თემაა და თურმე დაქსაქსულობაა კარგი და ეს არაა ნორმალური, უნდა ვუთხრათ სალომეს, ცოტა აზრზე მოვიდეს. მათ შორის იგივე ვითომ ოპოზიციური პარტია რომ აქვს გახარიას, ორი დღეა არიან ოპოზიციაში. ჩვენ გვექნება მკაფიო გეგმა, რომელიც უკავშირდება ერთიანობას”.
კომენტარები