თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურია უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”რომ კითხო, მთელი კაცობრიობა უყვართ და ამ დროს საკუთარ ოჯახის წევრებს და ახლობლებს ვერ იტანენ; გაერთიანებისკენ მოუწოდებენ და თავად ბავშვობის მეგობრებს ემიჯნებიან (დაბადების დღის მილოცვაც სასტიკად აკრძალულია); შეეპასუხები და ხარ რუსი, რუსი და რუსი; დუმილს ირჩევ და ხარ მონა, მონა და მონა.
სულ კარგად ბრძანდებოდეთ!!! დღეს გამოცხადებული სიძულვილის ქრონიკისთვის არ მცალია- პოპკორნი მოვიმარაგე, ჩავუჯდები ფეხბურთს.
ძალიან მაგარი ზურგი აქვს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, ამ ბიჭების ზურგს უკან დგას ქომაგების დიდი არმია.
წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
პ.ს. დავწერო რა ანგარიშს ვვარაუდობ? 😀”
კომენტარები