აშშ-ში, ფლორიდაში, საცხოვრებელ სახლს ყინულის გიგანტური ზოდი დაეცა და სახურავი ჩაანგრია. შემთხვევა თებერვალში მოხდა, თუმცა ცოტა ხნის წინ გახდა ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის გამოძიების შედეგი.
უწყება ეჭვობდა, რომ ყინულის მასა რომელიმე თვითმფრინავიდან იყო ჩამოვარდნილი, თუმცა, როგორც ავიაკომპანიებიდან გამოთხოვილმა ინფორმაციამ ცხადყო, აღნიშნულ დროს, კონკრეტულ დასახლებაზე გადამფრენ არცერთ თვითმფრინავს არ ჰქონია წყლის გაჟონვასთან დაკავშირებული რაიმე ხარვეზი, რასაც მისი ყინულად გარდაქმნა შეეძლო გამოეწვია.
ამ ეტაპზე, კვლავ უცნობია პასუხი კითხვაზე, საიდან აღმოჩნდა სახლის სახურავზე ყინულის ნაჭერი. არსებული ინფორმაციით, მისი ზომა 2/1 მეტრი იყო.
კომენტარები