ვისაუბრეთ პირველ რიგში უსაფრთხოებს საკითხებზე, ასევე, ვისაუბრეთ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, საუბარი შეეხო ქვეყნების საგარეო კურსსა და დიპლომატიურ ურთიერთობებს.
„საუბარი გვქონდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. მივაწოდეთ ინფორმაცია თუ რა ხდება აფხაზეთში და ცხინვალში. მისი მხრიდან იყო დეტალური ახსნა ვითარებისა კოსოვოში. საუბარი გვქონდა ჩვენს რეგიონში მიმდინარე ვითარებაზე. სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე და საქართველოს როლზე ზოგადად“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სერბეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.