ოპოზიციის მორიგი აღიარება – რადიკალები აღარ მალავენ, როგორ მოქმედებენ საქართველოს წინააღმდეგ.
ისინი ამბობენ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში დადიან, რათა საქართველოს წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარის თინა ხიდაშელის განცხადებით, როდესაც რომელიმე სახელმწიფოში ჩადის, მიზანია, მტკიცებულებები ჩაიტანოს და „გზავნილი მიიღოს იმ ხალხმა, რომელსაც დღეს სისტემასაა ამოფარებული“. „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას ხიდაშელმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლების მხარდამჭერი ბიზნესმენებიც აუცილებლად დასანქცირდებიან.
ამასთან, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ასევე განაცხადა, რომ ისინი „იმისათვის მუშაობენ და ლიდერები იმყოფებიან სტრასბურგში, ევროსაბჭოში მუშაობენ რიგ რეზოლუციებზე. მისივე თქმით, ამ პროცესში ჩართულია მათი პარტიიდან სალომე სამადაშვილი, გრიგოლ გეგელია კი ამჟამად გერმანიაში იმყოფება.
სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ რადიკალური ჯგუფები გარე აქტორების დავალებებს ზედმიწევნით მიჰყვებიან.