პოლონეთი უკრაინას დაეხმარება და მასთან სოლიდარული იქნება, თუმცა ვარშავა ამ საკითხში გულუბრყვილო აღარ იქნება, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა.
„ჩვენ დავეხმარებით [უკრაინას]. პოლონეთი – ეს სოლიდარობაა. პოლონეთი – სოლიდარობაში ლიდერია, მაგრამ გულუბრყვილო ფორმით ეს აღარ მოხდება“, – თქვა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ახლა პოლონურ ქალაქ სლავკუვში ინტენსიურად მიმდინარეობს ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები. მისი თქმით, მის კონტროლს ბევრი კომპანია მოისურვებს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ – პოლონელები, პოლონური კომპანიები, პოლონეთის სახელმწიფო ამ ადგილის განვითარებისა და ინვესტიციების 100% მფლობელი ვიქნებით. ამით ჩვენ ფულს გავაკეთებთ“, – დასძინა ტუსკმა.
გარდა ამისა, ტუსკმა აღნიშნა, რომ პოლონეთი და მთელი მსოფლიო უკრაინას აღდგენაში დაეხმარება. მისი თქმით, სლავკუვის ტერმინალი იქნება საკვანძო, როცა საქმე ლოჯისტიკას და ტრანსპორტს შეეხება.