მტკიცება არ სჭირდება, რომ ოპოზიციური პარტიები კონკრეტული დავალებებით მოქმედებენ, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. თუნდაც საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც შეიძლება ძალიან აქტიურად არ იყოს პოლიტიკურ ნიუსებში ჩართული და არ ადევნებდეს ძალიან დეტალურად და სიღრმისეულად პოლიტიკას თვალს. თვალსაჩინოა და ხელის გულზეა ყველაფერი, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე საუბრისას.
„რაც უფრო ნაკლებად იქნებიან წარმოდგენილი, მით უკეთესი ჩვენი პოლიტიკური სივრცისთვის. თუ გადაწყვეტენ მათივე პატრონები, რომ არჩევნებში მიაღებინონ მონაწილეობა, უკვე სრულ განადგურებას მიიღებენ. მე-10 საიუბილეო დამარცხება იქნება და საზოგადოება გასცემს პასუხს, მათ ბოლო წლინახევრის მოღვაწეობას. ჩვენ მაქსიმალურად მომზადებულები ვეცდებით, რომ ის დიდი საკითხი, დავა საკონსტიტუციო სასამართლოში, მივიყვანოთ ბოლომდე“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.