აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში აშშ რუსეთისგან პასუხს მოისმენს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე.
„მათგან პასუხს მიმდინარე კვირაში მოვისმენთ, სულ მალე, ვნახოთ. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს შეწყდეს. ჩვენ გვინდა, რომ სიკვდილი და მკვლელობები შეწყდეს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპს ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ ჰკითხეს და მან კვლავ განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არ დაიწყებოდა, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო.
„ზელენსკის პასუხისმგებლობას არ ვაკისრებ, მაგრამ დიდად აღფრთოვანებული არ ვარ იმ ფაქტით, რომ ეს ომი დაიწყო. ეს იყო ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ზელენსკის დიდი ფანი არ არის.
კომენტარები