რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა არარეალისტურია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ჩვენ გვქონდა ცეცხლის შეწყვეტის შეზღუდული მცდელობა, რომელიც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ეხებოდა. უკრაინულმა მხარემ ის არ დაიცვა. ამ გარემოებებიდან გამომდინარე ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე საუბარი არარეალისტურია“, – აღნიშნა ნებენზიამ.
მან აგრეთვე დასძინა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა კიევზე ზეწოლა არ მოახდინეს, რათა მას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვაზე გამოცხადებული მორატორიუმი დაეცვა.
კომენტარები