მედიის ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ღაზის სექტორში 20-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ოჯახის ათი წევრი.
არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედროებმა თავდასხმა განახორციელეს ქალაქ ხან იუნისის მახლობლად მდებარე საცხოვრებელ სახლზე. ბანი სუჰეილაში სარაკეტო თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ისრაელის სამხედროების მიერ ქალაქი რაფაჰის დაბომბვის დროს. არაბული მედიის თანახმად, კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორის ჩრდილოეთით კარვებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სადაც იძულებით გადაადგილებული ადამიანები ცხოვრობენ.
კომენტარები