უკრაინასა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმების ერთთვიანი ვადა ერთმანეთის ენერგოობიექტებზე თავდასხმაზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ ამოიწურა, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.
„ერთი თვე, მართლაც, ამოიწურა, მაგრამ მოცემულ დროს უმაღლესი მთავარსარდლისგან, პრეზიდენტ პუტინისგან ახალი განკარგულებები არ არსებობს“, – თქვა პესკოვმა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, განაახლებენ თუ არა მხარეები ერთმანეთის ენერგოობიექტების დაბომბვას.
ცნობისთვის, 18 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინას და რუსეთს ერთი თვით ენერგოობიექტებზე თავდასხმებისგან თავის შეკავება შესთავაზა. პუტინი და ზელენსკი იდეას დათანხმდნენ.
კომენტარები