გორში მამა-შვილი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ გახსნა. სროლის შედეგად 30 წლის მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა, მამა კი სამედიცინო ცენტრ “გორმედში” გადაყვანიდან რამდენიმე საათში დაიღუპა.
თვითმხილველების განცხადებით, ბრალდებულიც და მოკლულებიც დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ და წლებია სავაჭრო ცენტრში მაღაზიებს ფლობდნენ. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.
მოტივი უცნობია, გამოძიება ერთი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები