საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„საფუძვლიანი ეჭვი გამაჩნია, სასამართლო პროცესის დახურვა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მამა გიორგი მამალაძის სახის შენარჩუნებას.
მამა გიორგი მამალაძე, როგორც, ნაწილობრივ, ჩანაწერი ვიხილეთ, იმ ეპითეტებით საუბრობს და ჟარგონული ტერმინოლოგიით მოიხსენიებს გარკვეულ პირებს, როგორც ინფორმაცია გამაჩნია, უარესს აკეთებს და უარესად მოიხსენიებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს და ეს ჩანაწერი არის დასტური, როგორი არ უნდა იყოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი“, – განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ.
კომენტარები