ბელგოროდის ოლქში დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ბელგოროდის რეგიონის ოპერატიული შტაბის განცხადებით, შემთხვევა ვალუისკის რაიონში მოხდა. მათივე ცნობით, მამაკაცი ავტომობილში იმყოფებოდა, რა დროსაც მასზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.
„ვალუისკის რაიონში, ორეხოვო-იაბლონოვოს გზატკეცილზე უპილოტო საფრენი აპარატი მანქანას დაეჯახა. მიღებული ჭრილობების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. მანქანა დაზიანდა. სოფელ ბორკის მახლობლად მამაკაცი სახისა და თვალის არეში დაშავდა. სასწრაფო დახმარების მანქანამ ის ვალუისკის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები
