7 მაისს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ჩუღურეთის რაიონში, დავითაშვილის და ლამის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
ჯივიპის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 7 მაისს დილის 22:00 საათიდან 8 მაისის 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ჩუღურეთის რაიონში:
პეტრე ბაგრატიონის N1-65 (კენტებს) N 2-60 (ლუწებს), პ. ბაგრატიონის 1 ჩიხს, მნათობის N 1-51 (კენტებს), N 2-50 (ლუწებს), სიღნაღის, ჯაბაურის, დიღომბარი, დიღომბარის შესახვევს, ლამის, ბელა მირიანაშვილის, დოდო ჭიჭინაძის, დოდო ჭიჭინაძის 1 ჩიხის, არაგვისპირელის შესახევევს, არაგვისპირელის მე-2 ჩიხის, როსტომაშვლის N 23, 28, დავითაშვილის N 1-21 (კენტებს) N 2-28 (ლუწებს ქუჩებს).
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.