დაცული ტერიტორიების სააგენტო ბათუმში „ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში” იღებს მონაწილეობას.
გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი დაესწრო.
კინტრიშის, ქობულეთის, მტირალასა და მაჭახელას დაცული ტერიტორიები აღნიშნულ საერთაშორისო გამოფენაში საქართველოს ეროვნული პარკების სახელითაა წარმოდგენილი.
გამოფენის მონაწილეები და დამთვალიერებლები საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტულ და სათავგადასავლო მიმართულებებს გაეცნენ, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს, მათ შორის აჭარის რეგიონში არსებული დაცული ტერიტორიების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონში არსებულ დაცულ ტერიტორიებზე ყოველწლიურად მზარდია საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა.
„ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში” მონაწილეობის მიღება საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ცნობადობის ამაღლების კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა.
ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.