ისრაელმა ღაზის სექტორში ევროპული საავადმყოფო დაბომბა. მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ისრაელის თავდაცვის ძალებშიც. ისრაელის მხარის მტკიცებით, მათი სამიზნე „ჰამასის“ მიწისქვეშა სამეთაურო შტაბი გახდა.
მოგვიანებით „ტაიმს ოფ ისრაელმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საჰაერო დარტყმის სამიზნე შესაძლოა „ჰამასის“ ლიდერი მუჰამედ სინვარი ყოფილიყო.
კომენტარები