აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული ბიზნეს ღონისძიების დროს განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი სტამბოლში არ ჩავიდოდა, რადგან იცოდა, რომ ის იქ არ იქნებოდა.
„არ მგონია, რომ პუტინის ჩასვლა [სტამბოლში] შესაძლებელი იყო მაშინ, როცა მე იქ არ ვარ. მე ვთქვი, რატომ უნდა ჩასულიყო ის იქ, როცა მე არ ვაპირებ ჩასვლას? მე არ ვგეგმავდი იქ ჩასვლას. შესაძლოა, ჩავსულიყავი, მაგრამ არ ვგეგმავდი. და ვთქვი, რომ ის იქ არ ჩავიდოდა, იმიტომ რომ მე არ ვიქნებოდი იქ“, – თქვა ტრამპმა.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, თურქეთში უკვე იმყოფებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და სხვა ადამიანები.
კომენტარები