საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ერთ ადამიანი დაიღუპა, იძებნება კიდევ ერთი პირი. ინფორმაციას „როიტერი“ შეიარაღებული ძალების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, საფრანგეთის საჰაერო ძალების Mirage 2000D-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავში ეკიპაჟის ორი წევრი, პილოტი და იარაღის სისტემების ნავიგატორი იმყოფებოდნენ.
„ისინი საწვრთნელ მისიაში მონაწილეობდნენ, რაც ღამის ფრენასაც მოიცავდა, რამაც საბოლოოდ ამ სიტუაციამდე და ამ ავარიამდე მიგვიყვანა“ – განაცხადა 133-ე საჰაერო ბაზის მეთაურმა.
ცნობისთვის, შემთხვევა 20 ოქტომბრის საღამოს მოხდა.
კომენტარები
