საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებიან.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, შიო (მუჯირი) ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისს გადაიხდის.
მსვლელობა ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან დაიწყო, სადაც სადღესასწაულო პარაკლისი ასევე მეუფე შიომ მღვდელმთავრებთან ერთად გადაიხადა.
სამების ტაძრამდე მსვლელობაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები და სხვა პირები მონაწილეობდნენ. ასევე, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი.
მსვლელობაში ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა.
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.