აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, აფხაზეთის მთავრობაში, ცნობილი აფხაზი გრაფიკოსის და ფერმწერის ალექსანდრე შარვაშიძის შთამომავლებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ალექსანდრე შარვაშიძის პიროვნების მნიშვნელობასა და მის შემოქმედებას, როგორც ქართულ-აფხაზური საერთო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს.
აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს ეროვნულ გალერეაში ალექსანდრე შარვაშიძის რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული ნამუშევრები და მხატვრის პირადი არქივი.
ალექსანდრე შარვაშიძის ნამუშევრები ეროვნულ გალერეაში ერთი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი და დამთვალიერებლებს მისი ხილვა უფასოდ შეეძლებათ.