“ქრონიკა +-ის ყოფილი ჟურნალისტი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს.
“საზოგადოებას აუცილებლად დააინტერესებს, თუ ვინ აფინანსებდა და ვინ აფინანსებს ელისო კილაძეს? გარკვეული პერიოდის განმავლობაშიდავით კეზერაშვილი ერთ-ერთი ცნობილი ტელეჟურნალისტის ხელით უგზავნიდა, როგორც მოარულად ვიცი, 5000 (ხუთიათას) ევროს. ნუ მომთხოვ გვარის დასახელებას. თანხის გაცემა ახლა შეწყვეტილია და შეწყვეტის მიზეზს ვაზუსტებ. ეჭვი მაქვს, „ნაცების” შიდა დაპირისპირების ამბავია… შემდეგ მეგი გოცირიძემ, რომელსაც ადრე არ სწყალობდა და აუგად იხსენიებდა, გაიყვანა ელისო სააკაშვილთან კავშირზე და 2015 წლის ზაფხულის მიწურულს უკრაინაშიც იყო ჩასული ელისო, სადაც პირადად შეხვდა სააკაშვილსაც და მგონი, ადეიშვილსაც, როგორც ვიცი. იმ დღიდან მათ ინსტრუქციებს გულმოდგინედ ასრულებს! სხვათაშორის, ჩამოსვლის შემდეგ რედაქციაში გახარებული ჰყვებოდა მიშასთან შეხვედრის დეტალებს… მათი მითითებით უმოწყალოდ ლანძღავს კონკრეტულ ადამიანებს, ჯგუფებს და ზუსტად ვიცი, მიშა კობა ნაყოფიას ხელით უხდის თვეში 4000 (ოთხიათას) დოლარს!
– ჰო, კობა ნაყოფიას გვარმა და ამ ჭორმა მედიაშიც გაიჟღერა რამდენიმე თვის უკან…
– არ არის ეს ჭორი! უფრო მეტს გეტყვით: ელისოს აქტიური კონტაქტი აქვს თემურ ალასანიასთან, მიხეილ სააკაშვილის ბიძასთან! გახსოვთ, ალბათ, ახლახანს სკანდალური ჩანაწერიც გამოქვეყნდა იარაღით ვაჭრობის თემაზე. აი, ამონარიდიც. ესეც წამოვიღე, რომ კარგად გავიაზროთ, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე:
„გამოცემის სახელია “ОРД”-მა გამოაქვეყნა პუბლიკაცია „სააკაშვილი. სახელმწიფოგადატრიალების მომზადება უკრაინული სტუმართმოყვარეობის სანაცვლოდ?”, – რომელმაც გამოიწვია საზოგადოების ინტერესი იარაღის უკანონო ვაჭრობისა დამოსყიდული ჟურნალისტების დაფინანსების თემის მიმართ. ინფორმაციას „უკრაინულირევოლუცია” აქვეყნებდა. ერთ–ერთი მთავარი დეტალი, რომელიც პუბლიკაციიდანშევიტყვეთ, გახდა ადამიანის გვარი, რომელიც დაფინანსების სანაცვლოდ კომპრომატსაქვეყნებს. ეს იყო ვინმე ელისო კილაძე, გაზეთი „ქრონიკა +“- ის რედაქტორი.პუბლიკაციაში ასევე იყო დასახელებული ჟურნალისტების მოსყიდვისათვის გამოყოფილითანხების წყარო – იარაღის უკანონო ვაჭრობა. „უკრაინული რევოლუციის” ჟურნალისტებისერთ – ერთმა რესპოდენტმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ღვიძლი ბიძა – თემურ ალასანიაიარაღის ვაჭრობაში არაერთხელ დაადანაშაულეს.“
აი, ამისთვის იბრძვის, პოლულარობისთვის და ფულისთვის! გიორგი, საგანგებოდ გაძლევთ ინტერნეტ – მისამართებს. გამოაქვეყნეთ და საზოგადოებამ საკუთარი თვალით ნახოს და დარწმუნდეს, რაზედაც ვსაუბრობთ.”-აცხადებს ჟურნალისტი.
www.reportiori.ge