კახეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. Opel-ის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეჯახა.
შემთხვევა თელავის რაიონის სოფელ აკურაში მოხდა. ექიმების თქმით, მძიმეა 18 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სუნთქვის მართვის აპარატზეა მიერთებული.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები