ტყიბულში მომხდარ უბედური შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია.
“ფეისბუქზე შემოვედი და რა სხვა საქართველოა სოციალურ ქსელში. სულ სხვა საქართველო ტყიბულშია,სადაც კონკურსის წინ ლოცვა და სიმღერა, ბოდიში და სულ ფეხზე ჰკიდიათ.
ამ რეალურ საქართველოში არსებობისთვის იბრძვიან. იმ მუშას ვესუბრე,ვინც გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის თვითმხილველი იყო.ადამიანის მსგავსი შოკი მე არასოდეს მინახავს. იქვე,მის წინ მოხდა ტყიბულში ის ტრაგედია.” – წერს ინგა გრიგოლია.
კომენტარები