საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს სახალხო არტისტს, იმედა კახიანს დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს.
„80 წლის იუბილეს ვულოცავ ჩვენს საყვარელ მსახიობს, იმედა კახიანს. ვუსურვებ მხნეობას და ბევრ სიხარულს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვის ტექსტში.
საქართველოს სახალხო არტისტი იმედა კახიანი 1937 წელს, 12 მაისს, სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში დაიბადა.
1956 წელს თბილისის მე-20 ვაჟთა სკოლა დაამთავრა.
1956-59 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, მისი დებიუტი შედგა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, 1957 წელს, ფილმ „საბუდარელ ჭაბუკში“ (განასახიერა გოგიტას როლი).
1967 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა, ხოლო 1979 წელს საქართველოს სახალხო არტისტი გახდა.
კომენტარები