ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი მსოფლიო ლიდერებს ისრაელის უპირობო მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ ისტორიულ გზაჯვარედინზე ვდგავართ მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ომი, არამედ ყველა იმ ადამიანის ომი, ვინც ჩვენს რეგიონში საერთო მომავალს ეძებს. ირანული რეჟიმი თაობების განმავლობაში მუშაობდა ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენ მოსაკლავად. მუშაობდა გლობალური და რეგიონული ტერორიზმის შექმნაზე, ანტისემიტიზმისა და ისრაელისადმი სიძულვილის გავრცელებაზე, და ყველაზე მთავარი — ბირთვული იარაღის განვითარებაზე — რათა განეხორციელებინა ისრაელის განადგურების ამბიცია”, – განაცხადა ჰერცოგმა.
ჰერცოგის განცხადებით, მსოფლიომ იცის, რომ „ბირთვული იარაღი მკვლელი იდეოლოგიის ხელში კაცობრიობისთვის საფრთხეს წარმოადგენს”.
ისრაელის პრეზიდენტი მოუწოდებს ისრაელელებს, „მიწვდენ ერთმანეთს და გააძლიერონ ერთმანეთი, იყვნენ ყურადღებიანი, მოუსმინონ, მხარი დაუჭირონ ერთმანეთს, შეინარჩუნონ ისრაელის ერთიანობა.”