გროვდება ინფორმაცია, რომელიც გენერალურ აუდიტორთან მომხდარ ინციდენტში ფარცხალაძის უდანაშაულობას ადასტურებს – შესაბამისი განცხადება ყოფილი მთავარ პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა:
„ამასთან, ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვეძიებთ იმ ინფორმაციას, რომელიც ოთარ ფარცხალაძის უდანაშაულობას ადასტურებს. ჩვენი მიზანია საზოგადოებას მივაწოდოთ სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. დიდი ალბათობით, ხვალისთვის გავმართავთ პრესკონფერენციას, რომელზეც დეტალურად ვისაუბრებთ იმ ფაქტებზე, რომელიც ჩვენთვის გახდება ცნობილი და რომელიც დაადასტურებს ფარცხალაძის უდანაშაულობას“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
კომენტარები
