სოჭში ნინო ჩხეიძის, ნიკა არაბიძისა და ვახო ბიჭიკაშვილის კონცერტთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას სტატუსს ვახო ბიჭიკაშვილი გამოეხმაურა.
“ჩვენც ბევრი ვიფიქრეთ წავსულიყავით თუ არა სოჭში, სანამ არ დავაზუსტეთ რომ რო ეს იყო რიგითი ქართველი-ემიგრანტების ორგანიზებული კონცერტი და არა პუტინთან დაახლოებული და მსგავსი ბინძური საზოგადოების დაგეგმილი კონცერტი!
კონცერტს ესწრებოდა სრულად ქართველი ადამიანები და ერთი სიტყვაც კი არ თქმულა ჩვენი მხრიდან ოკუპანტის ენაზე! მსგავს კონცერტებს ვატარებთ საბერძნეთშიც, იტალიაშიც, საფრანგეთშიც და ყველგან სადაც ჩვენი ქართველი-ემიგრანტები არიან! სადაც არ უნდა ვიყო ყოველთვის ვიტყვი, რომ რუსეთი ოკუპანტია!”.
კომენტარები