21 ივნისს ქუთაისში დღისით +27 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ.
ოზურგეთში მზიანი ამინდია. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. ბათუმშიც მზიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +29, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმში. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმს, ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მზეა. დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.
ბორჯომში უნალექო დღეა, +29 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც მზეა, დღისით +28 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მზე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.
ომალოშიც მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +19, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში მზეა მოსალოდნელი, დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც უნალექო დღეა. დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.