პაატა ბურჭულაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მას შეუწყდა რუსთაველის პრემია, „იმედინიუსი“ კულტურის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა.
კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ პაატა ბუჭულაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუსთაველის პრემიის შეწყვეტის შესახებ არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა.
„პაატა ბუჭულაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუსთაველის პრემიის შეწყვეტის შესახებ არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა. ყველა სახელმწიფო პრემია, ყველა სტიპენდია, მათ შორის ფონდი „ქართუს” სტიპენდიები, ყოველთვიურად უცვლელად და დროულად ირიცხება“, – განუცხადეს „იმედინიუსს“ კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში.
კომენტარები