საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთაველის თეატრში მსჯავრდებულთა მონაწილეობით დადგმულ სპექტაკლს – „12 განრისხებული მამაკაცი“ დაესწრო. სპექტაკლში მონაწილეობა 18-მა მსჯავრდებულმა მიიღო.
სპექტაკლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
დღესვე, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის წევრებმა რუსთაველის თეატრის ფოიეში, მსჯავრდებულთა მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს.
კომენტარები