ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ გასულ თვეს, ორ ქვეყანას შორის მიმდინარე 12-დღიანი ომის დროს, ისრაელმა მისი მოკვლა სცადა.
პეზეშკიანმა ეს განცხადება ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში გააკეთა, რა დროსაც ასევე მიანიშნა, რომ ირანი კვლავ მზად არის, განაახლოს დიპლომატიური ჩართულობა აშშ-თან ბირთვული პროგრამის საკითხზე.
კითხვაზე, სცადა თუ არა ისრაელმა მისი მოკვლა, პეზეშკიანმა უპასუხა: „მათ ნამდვილად სცადეს, დიახ, და შესაბამისადაც იმოქმედეს, მაგრამ წარუმატებლად“.
მისი თქმით, მკვლელობის მცდელობა მაშინ მოხდა, როდესაც ის შეხვედრაზე იმყოფებოდა.
კომენტარები